ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტს ეხმაურება.
როგორც ლექსმანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია.
„არ შეგვიძლია განზე გავდგეთ მაშინ, როცა ქართველი ხალხი თავისუფლებას იცავს. ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა პატივი და ჩვენი მოვალეობის შეხსენებაა“, - წერს ლექსმანი.
შეგახსენებთ, გუშინ, 17 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ჩავიდა. დღეს სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press