პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის წინასწარ ემზადება. თალაკვაძის თქმით, თუ ეს ასე არ არის, მაშინ მოუწოდებს ოპონენტებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღონ.
"ოპოზიცია გაურბის პარლამენტში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ასევე, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი წინასწარ ემზადება არჩევნების დისკრედიტაციისთვის. თუ ეს ასე არ არის, მათ მაშინ მონაწილეობა უნდა მიიღონ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დამტკიცებაში, ვინაიდან ეს არჩევნები ყველაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერი წინა არის დამოკიდებული წესებზე და იმ რეგულაციებზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კიდევ ერთი ცდა ცესკოს თავმჯდომარის და 2 წევრის ასარჩევად - პარლამენტი დღეს უკვე მესამედ შეეცდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი დაამტკიცოს. ამჯერად 90 ხმაა საჭირო. თუ საჭირო დეპუტატების რაოდენობა კვლავ ვერ შეგროვდა, საკანონმდებლო ორგანო კანდიდატების დამტკიცებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით შეეცდება - ანუ 76 ხმით.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press