უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა.
ორბანმა ზელენსკის მიმართა და აღნიშნა, რომ "ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზე დევს" და ამას უკრაინა მიიღებს თუ არა მათი პასუხისმგებლობაა.
"ჩვენ არ ვუპასუხებთ არცერთ პროვოკაციას. ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება მაგიდაზე დევს. მიიღეთ ის ან უარი თქვით. ეს თქვენი პასუხისმგებლობაა",- წერს ორბანი X-ზე.
შეგახსენებთ, მანამდე ზელენსკიმ ვიქტორ ორბანზე საუბრისას განაცხადა: "ვინმე სხვას ევროპაში აქვს ახლა ასეთი გამოცდილება? არავის. ორბანს ჰყავს ასეთი არმია? არა. როგორ განახორციელებს ის პუტინზე ზეწოლას? ანეკდოტით, ღიმილით? თავისთვის დაიტოვოს".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press