უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიად ნატოში გაწევრიანება რჩება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც ამას უკრაინული მედია იტყობინება.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ნატოში მიწვევას არავისგან ელის და ამ უფლებისთვის თავად უკრაინა იბრძვის.
„უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოში წევრობა რჩება. თუმცა, კიევი არ ელის ალიანსში გაწევრიანების მოწვევას ვინმესგან. ჩვენ გვაქვს გარანტიები სანქციებით, იარაღის პაკეტებით, ფინანსური გარანტიები. ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმის უზრუნველსაყოფად, რომ პუტინი აღარ მოვა. საუკეთესო რამ არის ძლიერი არმია, ყველაზე დიდი ევროპაში. ჩვენ არ გვაქვს უფლება შევზღუდოთ ჩვენი ჯარის ძალა. მაგრამ ძლიერი გარანტიები არის ალიანსი. ძლიერი ეკონომიკა. სანამ ომი გრძელდება, ჩვენ გვაქვს ბიუჯეტში დიდი დეფიციტი, 40-42 მილიარდი გრივნა“,- განაცხადა ზელენსკიმ.
კითხვაზე, თუ ვისგან ელის უკრაინა ნატოში მიწვევას, თუ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარემოცვა და თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ახლა ამ ნაბიჯის წინააღმდეგი არიან, ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინა ამ უფლებისთვის იბრძვის.
„არავისგან ველით, ამ უფლებისთვის ვიბრძვით. ყოველი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის ძალიან რთული ნაწილია. ამიტომ, არ შეგვიძლია, ვინმესგან ველოდოთ, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ეს გამოგვივიდეს“,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press