საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ემანუელ მაკრონთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის პოზიციების შემდგომი გაძლიერების ძირითადი პრიორიტეტები რუსული აგრესიისგან თავდაცვაში. მთავარ ამოცანად რჩება საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება. მადლობა გადავუხადე საფრანგეთს ჩვენი არმიისთვის ერთი ბრიგადის მომზადებისთვის და შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა და მოვამზადოთ მეორე ბრიგადა. ჩვენ ველით, რომ სხვა პარტნიორებიც შეუერთდებიან ამ ძალისხმევას და ხელს შეუწყობენ დამატებითი უკრაინული ბრიგადების დაკომპლექტებას. ჩვენ თანაბრად ვხედავთ, რომ საიმედო გარანტიებია საჭირო მშვიდობისთვის, რომელიც რეალურად შეიძლება მიახლოებას. ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივაზე უკრაინაში იმ ძალების არსებობასთან დაკავშირებით, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ მშვიდობის გზაზე სტაბილიზაციას“,- წერს ზელენსკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press