საქართველოს არ დავტოვებ, აქ 24 საათით ჩამოვედი - საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის დროს TVPWorld-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისმა წინაპრებმა ქვეყანა რუსული ოკუპაციის გამო დატოვეს და ის ამას არ გააკეთებს.
"საქართველოს არ დავტოვებ, აქ 24 საათით ჩამოვედი - საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ზოგიერთი ამბობს, რომ მე გავხდები ტიხანოვსკაიასავით ან ვენესუელის პრეზიდენტივით, რომელსაც აღიარებენ, როდესაც ის დევნილობაში იქნება და ახლა, როგორც გავიგე, სახაროვის პრემიაც გადასცეს. მე ეს არ მინდა, როცა ყველაფერი დასრულდება - რა სარგებლობა მოაქვს ასეთ მხარდაჭერას?! მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად... ჩემმა წინაპრებმა დატოვეს ეს ქვეყანა, რუსული ოკუპაციის გამო, მე ამას არ გავაკეთებ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press