ქართველი ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ X-ზე წერს და დიდი ბრიტანეთის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.
დღეს, გაერთიანებულმა სამეფომ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილსა და კიდევ 2 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
როგორც საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, გაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press