აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს და მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა. რამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის "სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია"-ში (SDN List) მოხვდნენ.
გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქცირებული პირების ქონება და ქონებრივ ინტერესები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ან აშშ-ს პირების მფლობელობაშია, დაბლოკილია.
“ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს ასევე შემოიღო სანქციები ვახტანგ გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ”,- ნათქვამია განცხადებაში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press