Foto

რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა - ქვეყანაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული - მედია

რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა - ქვეყანაში მასშტაბური საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, რის შედეგადაც დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა.

როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, დედაქალაქ კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემები მოქმედებს. მოგვიანებით მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე რაიონში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რამაც შენობებისა და ავტომანქანების დაზიანება და რამდენიმე ადამიანის დაშავება გამოიწვია. მისივე ინფორმაციით, გოლოშეევსკის რაიონში დაშავებული ადამიანების გამო, მედპერსონალის გამოძახება საჭირო გახდა.