საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.
„საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი“,- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მასთან ერთად 4 პირი, გუშინ, 19 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა. საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქცირებულ პირებს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს.
გუშინვე, გომელაურსა და შსს-ს კიდევ ერთ მაღალი თანამდებობის პირს სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმაც დაუწესა და ისინი „გლობალური მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press