თქვენ წარმოადგენთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისგანაც ზიზღის კამპანიაზე საუბარი ამორალურია, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს.
მდინარაძის თქმით, რა თქმა უნდა, ძალადობა დასაგმობია, თუმცა ასევე ამორალური კამპანიაა კახა კალაძისთვის დაბრალება ყველაფრის, რაც შესაძლოა, არჩევნებამდე მოხდეს.
„თქვენ ვერ ამჩნევთ თქვენი ტელევიზიის დირექტორის დედის გინებას პირდაპირ ეთერში, თან ძალიან ფართო სპექტრის მიმართ, მაგრამ ამჩნევთ ვიღაცის გაკრულ პლაკატს, რომელიც ერთ დღეში იდენტიფიცირებულია, თავადაც აცხადებს ამას, ოღონდ ახლა რაც არ უნდა მოხდეს, ვინაიდან ასე გაწყობთ, თქვენი ეს ნეგატიური პიარი უნდა მიემართოს კახა კალაძისკენ. ვიღაც რაღაცას იზამს, თქვენ ამბობთ, რომ ეს კალაძემ ქნა.
ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ძალადობა დასაგმობი და ცუდია, ზიზღის კამპანია არის ცუდი, ამის საპირისპიროდ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას პოლარიზაციის დასრულებისთვის, რაც კარგია, მაგრამ თუ ისევ ასე უნდა იყოს საქმის გარკვევა ჩვენსა და თქვენს შორის, რომ ვიღაცამ რაღაც ჩაიდინა, მაგალითად ვიღაც ბნელმა გააკრა პლაკატი, რომელმაც ადრეც, წინა არჩევნებზე გააკრა ანალოგიური შინაარსის არა პლაკატები, არამედ ბანერები, კი ბატონო, მაგაშიც მოგყვებით, მანქანა რომ კინაღამ დაგაჯახეს და ვიღაცამ შეგაგინათ, იმაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა იყოს თუ არა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ეს ტყუილები რომ მოვაშოროთ, მიზეზ-შედეგობრიობაც რომ დაადგინეთ, ბრალიც ისე რომ წაუყენეთ აქ ადამიანებს, განაჩენიც რომ გამოიტანეთ, მიზეზებიც რომ დაადგინეთ თქვენ თვითონ, ზიზღის კამპანიაზე აქეთ რომ გველაპარაკებით. ამ მოცემულობას, მხოლოდ სიმართლეს თუ დავტოვებთ და ტყუილებს გამოვაკლებთ, არაფერი რჩება, რჩება ის ფარსი, რომელიც თქვენი მხრიდან წლების განმავლობაში შეეთავაზება საზოგადოებას. ეს ძალიან სამწუხაროა. თქვენს პოლიტიკურ ძალას უფლება არ აქვს, ჩვენ მოგვიწოდოს ზიზღის კამპანიის დასრულებისკენ, იმ ხალხს, ამ შემთხვევაშიც კი არაფერ შუაში რომ არ არის და იმ ხალხს, რომლის ხელისუფლების მერიამ ერთ დღეში აღკვეთა და როგორც უნდა მოქცეულიყო, ისე მოიქცა, თავისი დაჯარიმებით.
რაც არ უნდა მოხდეს, ბათუმში რომ ადამიანმა ფეხი წამოკრას რაღაცას და დაეცეს, იმასაც კალაძეს დააბრალებთ არჩევნებამდე, ეს გასაგებია, მაგრამ ეს ხომ ისეთივე ამორალური კამპანიაა, როგორც ის კონკრეტული ქეისი და თქვენი კამპანია, რომელიც შექმენით, ისევე როგორც „გაყალბებული“ არჩევნები. ექვსი თვე გასტანა ამ პიარ ნეგატიურმა და ამორალურმა კამპანიამ და დღეს კომისიამ დაადგინა ბევრი რაღაც, რომლის ერთ ფრაზაშიც ვერ გექნებათ საწინააღმდეგო, ობიექტური მოსაზრება“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press