დღევანდელი წინადადება არის ევროკავშირის მტკიცე რეაქცია საქართველოს მთავრობის სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლაზე,- ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჰენა ვირკკუნენმა განაცხადა და ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკომისიის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ვირკკუნენმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია არის გასაღები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის გასაადვილებლად მთელ მსოფლიოში და ვინც არ იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა ისარგებლოს ამ თავისუფლებით.
"დღევანდელი წინადადება არის ევროკავშირის მტკიცე რეაქცია საქართველოს მთავრობის სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე. ვიზალიბერალიზაცია არის გასაღები ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის გასაადვილებლად მთელ მსოფლიოში. ვინც არ იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა ისარგებლოს ამ თავისუფლებით. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას," - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსუ...
უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტე...
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
Mana press