Foto

კალასი - საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს შედეგების გარეშე ვერ ჩაახშობს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ევროკომისიის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც კალასმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს შედეგების გარეშე ვერ ჩაახშობს.

"საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიან საპროტესტო აქციებს შედეგების გარეშე ვერ ჩაახშობს.

დღეს ჩვენ მათ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შეთავაზებით.

ჩვენ ასევე განვიხილავთ დამატებით ზომებს",- წერს კაია კალასი X-ზე.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება წარადგინა.