ევროკომისიის დღევანდელი წინადადება პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ რეპრესიებზე,- ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში X-ზე წერს.
როგორც მარტა კოსი წერს, ევროკავშირი დგას ქართველ ხალხთან, რომლის არჩევანია ევროპული მომავალი.
"ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, არის პასუხი მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე. ევროკომისიამ უკვე გადაამისამართა დაფინანსება მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისადმი და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერების გზებს შეისწავლის. ევროკავშირი დგას ქართველ ხალხთან, რომლის არჩევანია ევროპული მომავალი. ევროკავშირის კარი ღია რჩება",- წერს მარტა კოსი.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება წარადგინა.
დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსუ...
უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტე...
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
Mana press