მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლახანს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა, ეს დასკვნა არსებითად იმეორებს წინასწარ დასკვნას, რომელიც თავის დროზე ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა უშუალოდ არჩევნების შემდეგ.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოში, რომელიც ადასტურებს მის ადრინდელ დასკვნებსა და შეფასებებს.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press