Foto

ნონიაშვილი: ხელისუფლება დროშის დაწვას კი არა, მათ მიერ წახალისებულ აგრესიას უნდა ებრძოდეს

ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელი გიორგი ნონიაშვილი, ევროკავშირის დროშის წინააღმდეგ პუტინისტური ჯგუფების მიერ ახალი კამპანიის წამოწყებას ეხმაუება. 

ნონიაშვილის თქმით, დროშის დაწვა მიუთითებს იმაზე, რომ ამ რადიკალური ჯგუფების მთავარი სამიზნე ქვეყნის დასავლური არჩევანი და ევროინტეგრაციაა.

ნონიაშვილი პარლამენტის ახალ კანონპროექტსაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებაზე სანქციებს აწესებს. ნონიაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება დროშის დაწვას კი არ უნდა ებრძოდეს, არამედ ძალადობას და უკონტროლო აგრესიას, რომელიც თავად მათ მიერ არის წახალისებული.

"დროშის დაწვა სწორედ იმაზე მიუთითებს, თუ რა არის მათი სამიზნე და ეს არის ამ ქვეყნის დასავლური არჩევანი და ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ ხელისუფლება თავად დროშის დაწვას კი არ უნდა ებრძოდეს, რაც თავისი არსით გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებში ზის, არამედ ძალადობას და ამ უკონტროლო აგრესიას, რომელიც თავად მათ მიერ არის წახალისებული.“ - თქვა ნონიაშვილმა.