ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც არის ძალიან სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკომისიის საბჭოსადმი მიმართვას ეხებოდა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვაზე.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე.
"ცალსახად, ეს არის ანტიქართული ნაბიჯი. ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რაც ძალიან დასანანია. რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი განსაკუთრებული ეფექტი ვერ ექნება, არის არსებითად სიმბოლური ნაბიჯი, თუმცა ეს არის ცალსახად ანტიქართული ნაბიჯი და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რაც უკიდურესად მიუღებელია. იანვარში უნდა განიხილოს ეს საკითხი ევროპულმა საბჭომ, დაველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ თავისთავად, ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც ძალიან სამწუხაროა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] საგ...
პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომის...
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ...
Mana press