„ქართული ოცნების“ უახლესი გამონაგონი - თითქოს ეუთო/ოდირმა ეს არჩევნები ლეგიტიმურად ცნო - ვერ დაფარავს სიმართლეს: ამომრჩეველთა დაშინებას, ძალადობას და სისტემურ მანიპულაციას,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.
კოლსი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ტყუილები იზრდება, ვიდრე თავის შემქმნელებს მთლიანად არ გადაყლაპავს“.
„ტყუილები იზრდება, ვიდრე თავის შემქმნელებს მთლიანად არ გადაყლაპავს. „ქართული ოცნების“ უახლესი გამონაგონი - თითქოს ეუთო/ოდირმა ეს არჩევნები ლეგიტიმურად ცნო - ვერ დაფარავს სიმართლეს: ამომრჩეველთა დაშინებას, ძალადობას და სისტემურ მანიპულაციას. ეს არ არის დემოკრატია; ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მოითხოვოს ახალი არჩევნები საქართველოს თავისუფლებისა და სამართლიანობის გზაზე დასაბრუნებლად. ხალხის ერთადერთი ლეგიტიმურ ხმად რჩება პრეზიდენტი ზურაბიშვილი. ძველი საბჭოთა ჩვევები ძნელად კვდება, მაგრამ სიმართლე იმარჯვებს. ყოველთვის“,- წერს კოლსი X-ზე.
„ტყუილები იზრდება, ვიდრე თავის შემქმნელებს მთლიანად არ გადაყლაპავს. „ქართული ოცნების“ უახლესი გამონაგონი - თითქოს ეუთო/ოდირმა ეს არჩევნები ლეგიტიმურად ცნო - ვერ დაფარავს სიმართლეს: ამომრჩეველთა დაშინებას, ძალადობას და სისტემურ მანიპულაციას.
ეს არ არის დემოკრატია; ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მოითხოვოს ახალი არჩევნები საქართველოს თავისუფლებისა და სამართლიანობის გზაზე დასაბრუნებლად. ხალხის ერთადერთი ლეგიტიმურ ხმად რჩება პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
ძველი საბჭოთა ჩვევები ძნელად კვდება, მაგრამ სიმართლე იმარჯვებს. ყოველთვის“,- წერს კოლსი X-ზე.
დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსუ...
უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტე...
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
Mana press