Foto

ლუბინეცის განცხადებით, რუსებმა კიდევ 5 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი აცხადებს, რომ გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ რუსმა სამხედროებმა 5 უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, დრონით გადაღებული ვიდეოკადრები უკრაინის 110-ე ბრიგადამ გაავრცელა.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შეატყობინებს.

„რუსი ომის დამნაშავეები, რომლებიც უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ხვრეტენ, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგნენ და კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელით დაისაჯონ“,- აცხადებს ლუბინეცი.