საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
სააკაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით მცირე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“,- წერს ექსპრეზიდენტი „ფეისბუქის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში 28 ნოემბრიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყანა საპროტესტო ტალღამ მას შემდეგ მოიცვა, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press