საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველომ რეაგირება უნდა იქონიოს შეშფოთებებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი წერს.
ელჩის თქმით, უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გარეშე.
„საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველომ რეაგირება უნდა იქონიოს შეშფოთებებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. ეს არის საკითხები, რომლებიც ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს ყველა სახელმწიფოში და არა შიდა საქმე. ეუთოში ჩვენ ვთანხმდებით: უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გარეშე“,- წერს ფიშერი.
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press