ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
როგორც ლუაზო სოციალურ ქსელ X-ზე წერს, მმართველი პარტიის მცდელობას, რომ პრეზიდენტის თავისუფლებას ძირი გამოუთხარონ, არ დაუშვებენ.
„ქართველი „პრემიერ-მინისტრი“ (ბრჭყალები გვახსენებს, რომ გაყალბებული არჩევნებიდან მოვიდა) ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ემუქრება და მას გისოსებს მიღმა წარმოიდგენს. არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას“,- წერს ლუაზო.
შეგახსენებთ, გუშინ, 22 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა: „ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას - გისოსებს მიღმა, თუ გისოსებს გარეთ“.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press