პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
როგიორც შეხვედრის დაწყებამდე ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, ხელახალი არჩევნები არ უნდა დაინიშნოს.
„არავითარი ხელახალ არჩევნები. 12 წელია, ბიზნესმა დაისვენა, დამშვიდდა, დაწყნარდა, აწიოკება აღარ არის ქვეყანაში. არავინ არავის სახლში არ უვარდება და არ ხვრეტს... თუმცა, არის ყველაფერი მასშტაბურად შესახედი“,- ამბობს ნამორაძე.
ამავე შეხვედრაზე იმყოფება TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ბიზნესზე პირდაპირ აისახება.
„მე პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რომ ქვეყანას, ჩვენს ბიზნესს, ავიაციას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა. ამისთვის თუ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი, ის, რომ ახალი არჩვენები იქნება გამოსავალი, თუ რაც იქნება გამოსავალი, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას“,- აცხადებს ზაქარაძე.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press