Foto

სანაია ღარიბაშვილზე - ყველა რეგულაცია თვითონ მოხსნა და ჩვენ დაგვაბრალა, ეს რა უტიფარია

ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანი ჟურნალისტი ვახო სანაია, პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ "უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ინფიცირების რაოდენობის გაორმაგება"

"ტიპმა ყველა რეგულაცია პირადად თვითონ ისე მოხსნა, ვაქცინაცია 2 პროცენტზე იყო ქვეყანაში. ჩვენ დაგვაბრალა, ხალხო, თავისი დანაშაული. ეს რა უტიფარია ! აღარ ვიცი,  როგორ ვიკავებ თავს, ის არ ვთქვა, რაც ეკუთვნის. ჯერ უაზრო რეგულაციებით და მერე ასევე უაზროდ ხან დაკეტვით, ხან გახსნით დედა უტირეს ქვეყანას, ეკონომიკა და უამრავი ადამიანი შეიწირეს იმის გამო, რომ ვაქცინა ვერ შემოიტანეს და ახლა ამ ადამიანების სიკვდილს ჩვენ გვაბრალებს.  ხოცავდა ჟურნალისტებს 5 ივლისს და ახლა კოვიდის მსხვერპლი ჩვენ დაგვაბრალა.  ხვდებით, ესენი ვინ არიან ??? გაცოფებული ვარ ! " - ამბობს ვახო სანაია.
"ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა, მინდა, აღვნიშნო სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის, რაც მოხდა, – პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.