შვეიცარიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შვეიცარიის მთავრობამ სანქციების სიაში შეიყვანა 54 ფიზიკური პირი, 30 კომპანია/ორგანიზაცია და 52 ხომალდი.
"შავ სიაში შეყვანილი ხომალდები ძირითადად ტანკერებია, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია“ და რომლებიც რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობენ, ახორციელებენ რუსეთისთვის სამხედრო ტვირთის, ან უკრაინიდან მოპარული ხორბლის ტრანსპორტირებას",- ნათქვამია შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press