რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე სხვადასხვა პროფესიისა თუ ასაკის ადამიანები არიან შეკრებილები. საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს.
რაც შეეხება საპოლიციო მობილიზებას, ისინი მცირე რაოდენობით არიან ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე.
გარდა ამისა, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთანაც.
შეგახსენებთ, დედაქალაქი და სხვა ქალაქები პროტესტმა მას შემდეგ მოიცვა, რაც საზოგადოებისთვის „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა. რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press