გერმანიამ, სინანულით, შეწყვიტა საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო პროექტები,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც ფიშერმა აღნიშნა, სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა გრძელდება.
"გერმანიამ, სინანულით, შეწყვიტა საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო პროექტები. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და მინისტრი, სვენია შულცე საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ გზის დატოვებასა და საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ეხმაურებიან. მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება შევაჩერეთ. სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა გრძელდება",- წერს ფიშერი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press