ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით მას და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც პაველი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, „ზურაბიშვილმა მას არამხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში არსებული სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ უამბო“.
როგორც პაველი აღნიშნავს, ის მხარდაჭერას უცხადებს ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის აგრძელებენ.
„გასულ პარასკევს ეუთომ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რამაც განაპირობა პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელი სატელეფონო ზარი უახლესი მოვლენების განსახილველად. მან მაცნობა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში არსებული სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, რომლებიც ანგარიშშია ხაზგასმული, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც საქართველოს სულ უფრო მეტად აახლოებს რუსეთთან. მე ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული სიტუაციის ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე ქართველ მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის“,- წერს პაველი.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press