ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ ქუჩაში ნიღბიანი პირი დახვდა.
როგორც მოსიაშვილი აღნიშნავს, ნიღბიანმა პირმა მას უთხრა, "ახლა გადაიღე ხალხმრავალი ფოტოებიო" და დარტყმა სცადა, რომელიც მოსიაშვილმა აიცილა.
"ქუჩაში დამხვდა ვიღაც ნიღბიანი. უკაცრავად, შენ მოსე არ ხარ? (აქ მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო) დიახ - ვპასუხობ. ხო და ახლა გადაიღე ხალხმრავალი ფოტოებიო და გამომიქანა. ავიცილე, ერთი მოვარტყი და გაიქცა. კარგად ვარ",- წერს გიორგი მოსიაშვილი.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press