ბევრად უფრო მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კონტურები, თუ რა მოქმედებები უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი თავად ისაუბრებს.
"ბევრად უფრო მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კონტურები, თუ რა მოქმედებები უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს. კვლავ ვამბობ, რომ პოლიტიკური სპექტრი არის მნიშვნელოვნად უკან თავისი გადაწყვეტილებებით, ვიდრე ხალხი. ეს არც ცუდია და არც კარგია, ეს მოცემულობაა. კარგია, რომ სინქრონიზაციაში უნდა მოვიდეს ხალხის პოზიციასთან პოლიტიკური სპექტრის მოქმედების შინაარსიც და დინამიკაც. ამ მხრივ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რაც ძალიან კარგი და სწორია",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press