სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მდებარე საარჩევნო უბანზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გუნდის დაკვირვების დროს მიუღებელი ინციდენტი მოხდა,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოხსენებაშია ნათქვამი, რომელშიც საუბარი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების პროცესს ეხება.
როგორც PACE-ს მოხსენებაშია აღნიშნული, საარჩევნო უბნის გარეთ, გუნდის მანქანა მიზანმიმართულად გაანადგურა დაახლოებით 40 კუნთმაგარი და არამეგობრული ადამიანის ჯგუფმა.
"სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მდებარე საარჩევნო უბანზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გუნდის დაკვირვების დროს მიუღებელი ინციდენტი მოხდა. საარჩევნო უბნის გარეთ, გუნდის მანქანა მიზანმიმართულად გაანადგურა დაახლოებით 40 კუნთმაგარი და არამეგობრული ადამიანის ჯგუფმა. დახვრეტილ იქნა საბურავები. შემდეგ უკვე დაზიანებული მანქანისთვის ძველი ავტომობილის განზრახ დაჯახებით, დამნაშავეები ცდილობდნენ, დაზიანება ავარიის შედეგად წარმოეჩინათ",- ნათქვამია ანგარიშში.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press