საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს დაბადების დღე მიულოცა და საპრეზიდენტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
"პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა ყურადღებისა და მილოცვისთვის. საუბრისას ორივე მხარემ გამოთქვა რწმენა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები წარმატებით განვითარდება სხვადასხვა სფეროში. მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მომავალ კონტაქტებზე ახალი წლიდან",- ნათქვამია აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press