გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი ფაქტმა" 5 ივლისის ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე 26 მღვდელმსახური ამოიცნო. მათი ნაწილი აქციაზე "ალტ-ინფოს" მოძალადე ლიდერების გვერდით იდგა, ნაწილი კი "ალტერნატივა საქართველოსთვისა და "ქართული იდეის"
ისინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, ალტერნატივა საქართველოსთვის, ალტ-ინფოსა და ქართული იდეის ლიდერებთან ერთად დგანან.
აი, ფაქტის მიხედვით:
აი, ფაქტი, ასევე, სასულიერო პირების ციტატებს ავრცელებს:
"წინ გველოდება ბრძოლა, ცემა-ტყეპა და ხელკეტები, მაგრამ ეს ბრძოლა დამთავრდება ეროვნულ-პატრიოტული ძალების დიდი გამარჯვებით. ჩვენთან არს ღმერთი", — ეს სიტყვები მამა გიორგი პავლოვს ეკუთვნის, რომელიც აქციაზე ტაძრის მრევლის თანხლებით იმყოფებოდა.
მედია, ასევე, წერს, რომ ის მრევლს წინასწარ აგულიანებდა ამ დღისთვის. "დიახ, ჩვენ ეკლესია და სასულიერო პირები ვართ მკვლელები, ოღონდ ცოდვის მკვლელები. ვისაც ზნეობაზე და მორალზე ცოტათი მაინც პრეტენზია აქვს, ყველამ ერთად უნდა ავლაგმოთ ეს სიბილწის პროპაგანდა",— ამბობდა 4 ივლისს, საკვირაო წირვის შემდეგ.
მანამდე, სპირიდონ ცქიფურიშვილმა ხალხის დაორგანიზებისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა ალტ-ინფოს ჯგუფს, სუფთა გულისა და უაღრესად გონიერი ადამიანებიც უწოდა. ცქიფურიშვილმა თქვა, რომ პირადადაც იცნობდა გიორგისა და შოთას. სასულიერო პირი მრევლს 5 ივლისს შეკრებისკენ მოუწოდებდა 27 ივნისიდან მოყოლებული, მთელი კვირის განმავლობაში. ვარდიგორის მამათა მონასტრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი კი ზურაბ მახარაძის ვიდეოებს აზიარებდა.
5 ივლისს აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ქართული იდეის თავმჯდომარეს, ლევან ჩაჩუას უმშვენებდა გვერდს მამა კირიონ ონიანიც. ეს ის სასულიერო პირია, დავით გარეჯის საქმეზე, ივერი მელაშვილს დამნაშავე და სამშობლოს მოღალატე რომ უწოდა.
სასულიერო პირები ორგანიზატორების გვერდით იყვნენ მაშინაც, როცა სირცხვილიას ოფისის დარბევის და ლექსო ლაშქარავას ცემის შემდეგ, კონსტანტინე მორგოშია კმაყოფილებით აცხადებდა: "პოლიციამ ეს კურდღლები გაიყვანა უკანა გასასვლელით, შეგვიშვეს ჩვენ, დავათვალიერეთ და მათი ოფისი ცარიელია". ამ დროს პარლამენტის წინ სცენასთან იდგა მამა ბენიამინ ებრალიძე, მამა გიორგი რაზმაძე და ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა არსენ სადუნიშვილი.
აი, ფაქტის ინფორმაციით, ალტ-ინფოს ლიდერებთან ერთად წინა ხაზზე იდგა მამა მოსე ჭელიძეც. ის პრორუსული გზავნილებით ადრეც გამოირჩეოდა. "ქართველი ერი რუს ერთან ერთად შევხვდებით ქრისტეს", — ამბობდა 2019 წელს.
"არავინ არ გჩაგრავთ თქვენსავე სახლებში. ქუჩაში კი არასოდეს მოგეცემათ უფლება ბიწიერების პროპაგანდისა. ქუდზე კაცი 5 ივლისს", — მრევლს შეკრებისკენ ფეისბუქით მოუწოდებდა მამა გაბრიელ ჩადუნელიც. აქციაზე ის საპატრიარქოს ჩოხოსნებთან ერთად იდგა.
მედიის თანახმად, ეს სასულიერო პირები 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს სოციალურ ქსელშიც ქომაგობენ. აქტიურად აზიარებენ ლევან ვასაძისა და ალტ-ინფოს გვერდის პოსტებს, მათ შორის ზურაბ მახარაძისა და ემრე ქუჩუქის განცხადებებს.
ვითარება მაინც შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდე...
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებ...
მაქვს შესაძლებლობა და პატივი შემოგთავაზოთ ინტერ...
ტაკერ კარლსონი არ არის ბოლო ადამიანი ამერიკულ ჟ...
მოსკოვის პოკროვსკის მონასტრის იღუმენის იღუმენ ფ...
Mana press