ყაზახეთის ქალაქ აქთაუში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა და კატასტროფის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელმა კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა.
მისი თქმით, თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაზო-გროზნოს რეისს ასრულებდა და რომელმაც კატასტროფა განიცადა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 62 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი.
„ყაზახეთის ქალაქ აქთაუში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა - 29 კი გადარჩა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაზო-გროზნოს რეისს ასრულებდა და რომელმაც კატასტროფა განიცადა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 62 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი. გადარჩენილები სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. თვითმფრინავის მგზავრებიდან დაღუპულია აზერბაიჯანის 23, რუსეთის 7 და ყაზახეთის 6 მოქალაქე. ეკიპაჟის 5 წევრიდან კი, 2 დაიღუპა და 3 გადარჩა“,- აღნიშნა ბოზუმბაევმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press