ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაზე რუსეთის მიერ გუშინ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პენტაგონს კიევისთვის იარაღის მიწოდების გაზრდის მოთხოვნით მიმართა.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობამ უკრაინის მხარდაჭერა იქამდე უნდა გააგძელოს, ვიდრე რუსეთი არ დამარცხდება.
„შობის პირველ საათზე რუსეთმა უკრაინის ქალაქებისა და კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რაკეტებისა და თვითმფრინავების ტალღები გაუშვა. ამ აღმაშფოთებელი თავდასხმის მიზანი იყო უკრაინელი ხალხისთვის ზამთარში სითბოსა და ელექტროენერგიის წვდომის შეწყვეტა და მისი ქსელის უსაფრთხოების საფრთხე. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრებას და შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინის გვერდით დგომა უნდა გააგრძელონ, სანამ ის რუსეთის აგრესიაზე არ გაიმარჯვებს. ბოლო თვეების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა მიაწოდა და კიდევ გზაშია. მე მივმართე თავდაცვის დეპარტამენტს, გააგრძელოს იარაღის მიწოდება უკრაინაში და შეერთებული შტატები გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას, რათა გააძლიეროს უკრაინის პოზიციები მის თავდაცვაში რუსული ძალებისგან“,- განაცხადა ბაიდენმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press