Foto

სალომე ზურაბიშვილი - რაც რეალურად ხდება არის რუსეთის მხრიდან ახალი სტრატეგიის შემუშავების მცდელობა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Hudson Institute-ის პანელურ დისკუსიაზე, სიტყვით გამოვიდა რომელშიც კონგრესმენთან და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯო უილსონთან ერთად მონაწილეობს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ეს იყო არჩევნების ორგანიზებული ქურდობა, მხარდაჭერილი იყო რუსეთის მიერ.

"რაც მოხდა არჩევნებზე, ეს არ იყო ორ ძალასა ან ორ პარტიას შორის კონკურენციისა და ერთის მხრიდან მეორის გაყალბებაში დადანაშაულების საკითხი. ეს რეალურად იყო არჩევნების ორგანიზებული ქურდობა, რომელიც კარგად დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული იყო და შთაგონებული და მხარდაჭერილი იყო რუსეთის მიერ, რადგან ეს იმდენად დახვეწილი იყო და იმდენად მრავალფეროვან საშუალებებს იყენებდა, რომ შეუძლებელია, ეს უბრალოდ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იმპროვიზირებული რამ ყოფილიყო. ეს არის რუსეთის ახალი სტრატეგია. [...]

რაც რეალურად ხდება არის რუსეთის მხრიდან ახალი სტრატეგიის შემუშავების მცდელობა, პროპაგანდის, სხვადასხვა ინტერვენციების, ფინანსების, სანქციებისთვის თავის არიდებისა და მმართველ პარტიაში თავისი მეგობრებისა და ახლო კავშირების გამოყენებით. მათ არჩევნები გამოიყენეს, ასე ვიტყოდი, საქართველოში ძალის აღსადგენად, რათა ეცადათ, რომ საქართველო კვლავ გამხდარიყო ქვეყანა და რეგიონი მათი კონტროლის ქვეშ.

ვიტყოდი, რომ ეს არის იმის ალტერნატივა, რაც უკრაინაში ხდება. იმის გამო, რომ უკრაინაში ომი ვერ მოიგო [...] და ძალიან ცხადად უნდა ვხედავდეთ ასევე, რომ რუსეთი რეალურად უკრაინაში ომს აგებს იმით, რომ ვერ იმარჯვებს, [...] ამიტომ, რუსეთი მუშაობს იმაზე, რაც გაცილებით ნაკლებად ხარჯიანია, რაშიც გაცილებით უკეთ გრძნობს თავს და რაც უმარტივდება, რადგან, ბოლოს და ბოლოს, პუტინი KGB-ის კაცია, და ვიტყოდი, რომ ჰიბრიდული ომი, პროპაგანდის ომი და არჩევნების სხვაგვარად გამოყენება არის ის, რაც მისთვის მარტივია და მის სფეროშია. [...]

რასაც ვხედავთ საქართველოში, ნაცადი იყო მოლდოვაში, ნაცადი იყო სხვა ფორმით რუმინეთში და რომ არა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო, სიტუაცია ალბათ სხვაგვარად განვითარდებოდა და რომ არა მოლდოვის დიასპორა, სხვაგვარი სურათი იქნებოდა. საქართველოს პრობლემა ისაა, რომ ჩვენი დიასპორის ხმები სათანადოდ ვერ დავთვალეთ, რადგან მათთვის ხმის მიცემის საშუალებას მასობრივად აკავებდნენ და დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო არ გვქონდა, რომელიც განიხილავდა საჩივარს, რომელიც მე და ასევე პოლიტიკურმა პარტიებმა შევიტანეთ.- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.