ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია, კონკრეტულად კი ნაციონალური მოძრაობა TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
"გავა ექვსი თვე და სამწუხაროდ, შეიძლება, არცერთმა მათგანმა, როგორც დღეს გაყალბებულ არჩევნებს არ ახსენებენ, არ ახსენონ, აღარ ახსენონ სანდრო ლაშქარავა. იმიტომ, რომ მათთვის, რაც არ უნდა ჩემთვის რთული სათქმელი იყოს, ეს მხოლოდ ხერხია, იარაღია, მათი ამორალური კამპანიის ნაწილია, მათი მიზნის მიღწევის საშუალებაა, მათი სახეა ეს კამპანია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიას და ოჯახის ტრაგედიას იყენებენ მათი, ძალიან ცუდი, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ, ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ თქვა, რომ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე საპარლამენტო ტრიბუნიდან საუბარს ერიდება, თუმცა მაინც აღნიშნა, რომ "ყველამ იცის, რასთან არის დაკავშირებული".
"დღეს გვთავაზობენ ამორალურ კამპანიას, როდესაც ისინი პირდაპირ უკავშირებენ კამპანიას ხელისუფლებას ჟურნალისტის გარდაცვალებას. ადამიანის გარდაცვალებას, რომელიც, მაღალი ალბათობით, ალბათ, ყველამ იცით, რასთან არის დაკავშირებული. თუმცა, ამაზე ჩვენც კი ვერიდებით ტრიბუნიდან საუბარს. იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ ვუფრთხილდებით რაღაცებს. ამის შესახებ, ჟურნალისტებმაც კარგად იციან. იმ კულუარული ინფორმაციების შესახებაც კარგად იციან, რა არ ვიკადრეთ და რაზე შევიკავეთ თავი ბოლო დღეების განმავლობაში, მათ შორის, ესეც კარგად იციან, მაგრამ, ნაციონალური მოძრაობა მაინც შესაბამის დავალებებს გასცემს", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press