Foto

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება - კანონპროექტი

ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო 2022 წლის მარტიდან გახდება - ამას ითვალისწინებს "საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

ამბობს, რომ B და BE კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველებს რეალურ პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 14 მარტიდან მოუწევთ, დანარჩენი კატეგორიებისთვის კი ცვლილება ძალაში 2022 წლის 3 ოქტომბრიდან შევა.

ცნობილი ხდება, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველებს თეორიული გამოცდისა და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარებაც მოუწევთ.  

დარახველიძემ ასევე წარადგინა "შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურებისა და ვადების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, რომლითაც გამოცდის ჩაბარების საფასური განისაზღვრება.