ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენა. მოსამართლემ განაცხადა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ამაღლობელის მხრიდან. დაცვის მხარის მიერ გირაოს შეფარდების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ საქმეში პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 4 მარტს გაიმართება.
ჟურნალისტი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო პლაკატის გაკვრის გამო, მეორედ კი აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ. ამაღლობელი აცხადებს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მას არაერთგზის აყენებდა შეურაცხყოფას, რის შემდეგაც სილა გააწნა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press