ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ. აქციაში მედიის წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსები და უფლებადამცველები მონაწილეობენ.
მათი თქმით, მზია ამაღლობელის პატიმრობა, უსამართლობა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა.
„მზია არის ივანიშვილის პირადი პატიმარი, სინდისის პატიმარი. დარწმუნებულები იყავით, გაასმაგებულად ვიბრძოლებთ,“ – განაცხადა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.
აქციაზე ისმის შეძახილები: „რუსებო,“ „თავისუფლება მზიას!“
მომიტინგეების თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გამოყენება არა მოსამართლის, არამედ რეჟიმის გადაწყვეტილებაა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჟურნალისტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დარბაზში მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური და პროტესტი მოჰყვა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართება.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press