ისრაელის ხელისუფლებამ და ტერორისტული დაჯგუფების ჰამასის ხელმძღვანელობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ტერორისტების მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების შესახებ.
ამის შესახებ ოთხშაბათს, 15 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ყატარის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ ბინ აბდულ რაჰმან ალ ტანიმ განაცხადა.
მისი ქვეყანა მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა. კატარის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საომარი მოქმედებები 19 იანვარს შეწყდება. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დოჰაში ღაზას სექტორის მოლაპარაკებების მონაწილეებს ჯერ კიდევ რამდენიმე პუნქტი აქვთ შესათანხმებელი.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტის მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და რომ ჰამასის მძევლები მალე გაათავისუფლებენ. "ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ახლო აღმოსავლეთში მძევლების შესახებ. ისინი მალე გაათავისუფლებენ", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში Truth.
მანამდე, რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის The Times of Israel და ბრიტანული მედია კომპანია BBC, წერდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმებულია და ის ოფიციალურად გამოცხადდება "უახლოეს საათებში".
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press