შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ალექსანდრე დარახველიძე და გიორგი ბუთხუზი. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს გასულ წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები.შსს მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს, აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და პოლიციის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან, სხვადასხვა სექტორის წევრებთან, ასევე, სახალხო დამცველთან. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით მზაობა გამოხატეს.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press