ტეილორ სვიფტი გახდა ვარსკვლავი, რომელმაც გლობალური პანდემიის ფონზე შექმნილი ურთულესი ვითარება კარიერის ყველაზე პროდუქტიულ ეპოქად აქცია და მაყურებელს ორი შემდგარი მუსიკალური ალბომი წარუდგინა. Folklore-მა და Evermore-მა კომერციულ წარმატებას პირველივე კვირაში მიაღწია და კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურებაც მალევე მოიპოვა. 31 წლის არტისტმა პირადი ცხოვრების უცხო დეტალების გამოაშკარავებასთან ერთად ახალი პერსონაჟების გამოგონება და მათ შესახებ სიუჟეტების წერა დაიწყო, რითიც უკვე არსებულისგან რადიკალურად განსხვავებული და მრავალფეროვანი სტილი ჩამოაყალიბა.
ალბომის გამოსვლისთანავე ხალხის ყურადღება უცხო პიროვნებამ მიიპყრო, რომელსაც მომღერალი სიმღერების თანაავტორს უწოდებდა. ტეილორმა The Long Pond Studio Sessions-ების დროს დუმილი დაარღვია და საზოგადოებას საიდუმლო გაანდო. როგორც აღმოჩნდა, პიროვნება, რომელიც მსმენელისთვის William Bowery-ის სახელით იყო ცნობილი, სინამდვილეში მისი მეგობარი ბიჭი ჯო ალვინი იყო.
ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა მომღერალი ტეილორ სვ...
კვირის უქმეების მონაცემებით, ბიონსე შეერთებული ...
პოლ მაკარტნის აზრით, არსებობს მიზეზი, რის გამოც...
გერმანელი პროკურორები ტილ ლინდემანზე გამოძიებას...
ედ შირანმა ახალი ალბომის შემდეგი სინგლი დააანონ...
Mana press