78 წლის ასაკში ამერიკელი კინორეჟისორი, საპატიო „ოსკარის“ მფლობელი დევიდ ლინჩი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დევიდ ლინჩი არის კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმისა“ (2001) და ვენეციის კინოფესტივალის საპატიო „ოქროს ლომის“ (2006) გამარჯვებული. ის სამჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“. 2019 წელს დევიდ ლინჩს მიენიჭა „ოსკარი“ კინემატოგრაფიაში გამორჩეული მიღწევებისთვის.
მისი ბოლო მნიშვნელოვანი პროექტი იყო სერიალი „თვინ პიქსი: დაბრუნება“.
დევიდ ლინჩი 2017 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა. ვიზიტი დაკავშირებული იყო დევიდ ლინჩის ფონდის კავკასიის განყოფილების საქმიანობასთან, რომელიც 2017 წლის 25 ივლისს თბილისში ჩამოყალიბდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press