Foto

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც აშშ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ინაუგურაციის შემდეგ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) ტოვებს.

ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება  WHO-ს არასწორი ქმედებებით ახსნა, COVID-19-ის პანდემიის დროს, ორგანიზაციის უუნარობით ჩაეტარებინა რეფორმები და აშშ-ის უსამართლოდ მაღალი საწევრო გადასახადებით. „WHO აშშ-ს ვეღარ გაძარცვავს,“ – განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა აშშ WHO-დან პირველად 2020 წელს გამოიყვანა, თუმცა ეს გადაწყვეტილება 2021 წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა. ტრამპის თქმით, WHO ჩინეთის ძალისხმევას ხელს უწყობდა და COVID-19-ის წარმოშობის შესახებ მსოფლიოს შეცდომაში შეჰყავდა. WHO ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ჩინეთზე დღემდე ახორციელებს ზეწოლას პანდემიის მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ოფიციალურად წყვეტს აშშ-ის ურთიერთობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან.