„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აშშ-დან ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „რესპუბლიკელების“ მოწვევით იმყოფებოდა. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ დღეიდან აშშ-დან ნაბიჯები გაცილებით ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იქნება.
„ვიმყოფები დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „რესპუბლიკელების“ მოწვევით. მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვლება, აშშ-ს პოლიტიკა გახდება უფრო შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველო განხილვების პირველ განრიგში იყოს“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები არის კრიზისიდან გამოსავალი. ვაშაძე ხაზს უსვამს, რომ აშშ-დან მხარდაჭერა გაიზრდება და მას სჯერა, რომ მათ შედეგი ექნებათ.
„ძნელი ბედი ელით დემოკრატიის და აშშ-ის მტრებს, მათ შორის ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. წინ გამარჯვებისკენ. სრული მხარდაჭერა გვექნება და დარწმუნებული ვარ, შედეგზეც გავალთ. ძალა ერთობაშია“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press