სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია „არაკონსტიტუციურია“ და დეკლარაციის ტექსტი 2023 წელს ხელმოწერამდე ქვეყანაში „არავის“ ჰქონდა ნანახი, მათ შორის არც პარლამენტს: „არ ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერ-მინისტრს [ირაკლი ღარიბაშვილს] მაინც ჰქონდა ნანახი“.
21 იანვარს ვაშინგტონში ვიზიტისას, „ატლანტიკური საბჭოს“ (Atlantic Council-ის) ორგანიზებულ დისკუსიაში, Fire Side Chat, მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:
„სტრატეგიული პარტნიორობის [დეკლარაციის ეს ტექსტი ხელმოწერამდე საქართველოს] პარლამენტისთვის არავის უჩვენებია, ამიტომ ის არის არაკონსტიტუციური“.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ის [დეკლარაციის ტექსტი მაშინდელმა] პრემიერ-მინისტრმა [ირაკლი ღარიბაშვილმა] პირდაპირ ჩინეთში ჩაიტანა და ხელმოწერამდე არავის უნახავს“.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერ-მინისტრს მაინც ჰქონდა ნანახი“, - თქვა მან.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული ვალდებულებების გამო და განაცხადა:
„პარტნიორობის ტექსტს აქვს პუნქტი, რომლითაც საქართველო აღიარებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, ხოლო ჩინეთი აღიარებს მთელი მსოფლიოს [ქვეყნების] ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს, - მაგრამ არა კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press