Foto

საფრანგეთის სენატმა სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციას მხარი დაუჭირა

საფ­რან­გე­თის პარ­ლა­მენ­ტის ზედა პა­ლა­ტამ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის მიზ­ნით რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს მხა­რი და­უ­ჭი­რა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნონპ­რო­ექტს მხა­რი 199-მა სე­ნა­ტორ­მა და­უ­ჭი­რა, 123 კი წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და.

ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი, ისი­ნი ანა­ზღა­უ­რე­ბას ვერ მი­ი­ღე­ბენ. 

ამას გარ­და, რეს­ტო­რან­ში, კი­ნო­თე­ატ­რებ­ში, თე­ატ­რებ­სა და მუ­ზე­უ­მებ­ში შეს­ვლი­სათ­ვის ად­გი­ლობ­რი­ვებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ე.წ. სა­ნი­ტა­რუ­ლი საშ­ვის წარ­დგე­ნა ან ტეს­ტის უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი დას­ჭირ­დე­ბათ.

"სა­ნი­ტა­რულ საშ­ვებს“ კი ის პი­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ, ვინც ვაქ­ცი­ნის ორი­ვე დო­ზით აიც­რა. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბა ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა. მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბი პა­რიზ­ში, მარ­სელ­ში, მონ­პე­ლი­ე­ში, ნან­ტსა და ტუ­ლუ­ზა­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც, სა­ერ­თო ჯამ­ში 160 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. „შე­წყვი­ტეთ დიქ­ტა­ტო­რო­ბა და ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვა“- აცხა­დებ­დნენ დე­მონ­სტრან­ტე­ბი.