ტაილანდში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების კანონი ამოქმედდა. ბანგკოკში გამართულ ღონისძიებაზე 200-ზე მეტი წყვილი შეიკრიბა, რათა მათი კავშირი ოფიციალურად გაეხადათ..
ტაილანდის გარდა, მთელ აზიაში მხოლოდ ნეპალი და ტაივანი აღიარებენ ერთნაირსქესიანთა კავშირებს.
„ქორწინების თანასწორობის კანონი აღნიშნავს ტაილანდურ საზოგადოებაში გენდერული მრავალფეროვნების უფრო ფართო ცნობიერების დასაწყისს და ჩვენი მიღება ყოველი ადამიანის მიმართ - განურჩევლად სექსუალური ორიენტაციის, რასისა თუ რელიგიისა - არის ჩვენი დადასტურება იმისა, რომ ყველა იმსახურებს თანაბარ უფლებებს და ღირსებას“, - თქვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფეტონგთან შინავატრა.
მისი მესიჯის ჩანაწერი ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გამართულ მასობრივ ქორწილში გაისმა. Bangkok Pride-მა, ქალაქის მთავრობასთან ერთად, მოაწყო გალა ღონისძიება სავაჭრო ცენტრში Siam Paragon. მათი შეფასებით, სავაჭრო ცენტრში სულ მცირე 200 წყვილი იყო შეკრებილი. ახალდაქორწინებულებს ცისარტყელას ფერის ხალიჩა გაუშალეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press