არსებული მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა 22 683 390 (22 მილიარდი) რაც მთლიანი მთავრობის ვალის 72%-ია.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ საქართველოს 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლების და ფინანსური აქტივების კლების და საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური განწერა გამოაქვეყნა სადაც გაწერილია საქართველოს საგარეო ვალი 2024 წლისთვის.
აღნიშნული საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან/პარტნიორებისგან ქვეყნისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. მთავრობის საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია და ძირითადად შედგება გრძელვადიანი სესხებისგან - პორტფელის საშუალო შეწონილი საკონტრაქტო ვადიანობა შეადგენს 21.5 წელს, საშუალო შეწონილი ვადიანობა დაფარვამდე შეადგენს დაახლოებით 9.6 წელს, ხოლო მთავრობის საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 3.18%-ს.
სულ მთავრობის საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა 22 683 390
სულ მთავრობის საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა
22 683 390
მრავალმხრივი კრედიტორებისაგან
17 223 131
აზიის განვითარების ბანკი (ADB)
6 192 046
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB)
528 686
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)
625 868
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)
2 999 036
ევროგაერთიანება (EU)
379 329
მსოფლიო ბანკი (WB)
5 872 855
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD)
102 539
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)
475 506
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB)
38 691
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO)
8 574
ორმხრივი კრედიტორებისაგან
4 119 459
სომხეთი
2 723
აზერბაიჯანი
3 087
ავსტრია
28 378
საფრანგეთი
2 029 603
გერმანია
1 624 869
ირანი
2 252
იაპონია
336 321
ყაზახეთი
3 358
ქუვეითი
44 266
ნიდერლანდების სამეფო
68
რუსეთი
21 103
თურქეთი
6 012
თურქმენეთი
566
ამერიკის შეერთებული შტატები
16 853
სხვა საგარეო ვალდებულებები
1 340 800
ევრობონდი
მთავრობის საშინაო ვალის ზღვრული მოცულობა
9 950 016
ეროვნული ბანკისთვის განკუთვნილი ერთწლიანი ყოველწლიურად განახლებადი სახელმწიფო ობლიგაცია
40 846
სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციები ღია ბაზრის ოპერაციებისთვის
152 000.0
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებები
337 235.0
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციები
9 397 919.0
საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებული ვალი
22 015.8
სულ მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა
32 633 406
დოკუმენტში "მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი 2023-2033 წლებისთვის" ვკითხულობთ რომ ვალის შეფასებისას განხილული ყველა სცენარის მიხედვით მთავრობის ვალი მშპ-თან მიმართებაში იზრდება, მაგრამ დაშვებული შოკის ნეიტრალიზებასთან ერთად იწყებს კლებას. აღსანიშნავია, რომ გლობალური პანდემიის გამო გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის და შესაბამისად გაზრდილი ფინანსური საჭიროებების შედეგად მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობამ 2020 წლის ბოლოს მდგომარეობით მიაღწია კრიტიკულ დონეს
მაგრამ 2022 წლის ბოლოს ვალის მშპ-თან ფარდობა შემცირდა 39.5%-მდე, ხოლო 2023 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია მისი 38.2 პროცენტამდე შემცირება. დამატებითი შოკების მოხდენის გარეშე, ვალის მშპ-თან ფარდობა შემდეგ წლებშიც შეინარჩუნებს კლებად ტენდენციას.
სტარტაპების სწრაფი ზრდისა და საერთაშორისო ბაზარ...
ბაზისბანკი, გლობალური ვაჭრობის დაფინანსების...
500 Global-ის, საქართველოს ბანკის და საქართველო...
გავრცელდა ინფორმაცია, 5,7 მილიარდი დოლარის შესა...
Mana press